Wednesday, June 6, 2012
ორგანული ნივთიერებები
ადამიანის ორგანიზმი მრავალ ქიმიურ ელემენტს შეიცავს, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ და მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს ჯანმრთელობას. ეს ის ძირითადი ნივთიერებებია, რომლებსაც ყველა ჯანმრთელი ადამიანი რეგულარულად უნდა ღებულობდეს. გვერდით მითითებულია პროდუქტები, რომლებშიც ისინი მნიშვნელოვანი რაოდენობით გვხვდება.
კალციუმი – რძის პროდუქტი (განსაკუთრებით ყველი), ქაშაყი (ე.წ. სილიოტკა), ნუში, ლეღვის ჩირი, გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ფორთოხალი, თუთა, კივი, ბოლოკი, უმი ისპანახი, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
ნუში
რკინა - მოხარშული ღვიძლი, ხამანწკები, ხიზილალა, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი, გარგარი, მზეზე გამომშრალი პომიდორი, შოკოლადი, კაკაო.
სპილენძი – მოხარშული ღვიძლი, ხამანწკები, სოკო ,ბოლოკი, მზეზე გამომშრალი პომიდორი, ვაზის ფოთლები, გოგრის გული, თხილი, მზესუმზირის თესლი, შოკოლადი, კაკაო.
კალიუმი - წითელი წიწაკა, თევზეული, ლობიო, გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ლეღვის ჩირი, ქიშმიში, გოგრის გული, გარგარი, ფორთოხალი, ბანანი, ქოქოსი, ავოკადო.
ახალი გარგარი
მაგნიუმი - ბრინჯი, ხორბალი, შვრია, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი, თხილი, ნუში, შავი შოკოლადი, კაკაო, შავი ბადაგი.
მანგანუმი – ბრინჯი, შვრია, ზაფრანა, ხამანწკი, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი, კაკალი, შავი შოკოლადი, კაკაო.
თუთია – მოხარშული ღვიძლი, მჭლე ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, ხამანწკი, კომბოსტო, მწვანე მუხუდო, მზეზე გამომშრალი პომიდორი, გოგრის გული, მიწის თხილი, გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ატმის ჩირი, ლეღვის ჩირი, ქიშმიში, მაყვალი, ჟოლო, ავოკადო, შავი შოკოლადი, კაკაო.
სელენი - თევზეული, ზღვის პროდუქტი (კიბორჩხალა, ხამანწკი, ხიზილალა…), ღორის ხორცი, ხორბალი, ბრინჯი, შვრია, თხილი, მზესუმზირის თესლი.
ფოსფორი – ბრინჯი, შვრია, შებოლილი ხორცი, ყველი, თხილი, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი.
ვიტამინები
საჭირო ვიტამინების გარეშე ადამიანის ჯანმრთელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა სრულყოფილად იფუნქციონიროს, დიდი რაოდენობით ვიტამინებია საჭირო. ქვემოთ ნახავთ, რა ვიტამინებს უნდა ვღებულობდეთ სისტემატურად და რომელ პროდუქტებში მოიპოვება ისინი დიდი რაოდენობით.
ვიტამინი A – A ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით სტაფილო შეიცავს. ასევე მდიდარია ისპანახი, გარგრის ჩირი, რძე, კვერცხის გული.
ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს კომბოსტო, მუხუდო, წითელი წიწაკა, გოგრა. თითქმის ყველა ხილი შეიცავს A ვიტამინს, მაგრამ გარგარი ყველაზე მეტად. ასევე ძალიან მდიდარია ნესვი.
ვიტამინი B1 – B1 ვიტამინით მდიდარია მწვანილი, მზესუმზირის თესლი, თევზეული, ღორის ხორცი, თხილი, კაკალი.
ვიტამინი B3 – ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ბრინჯი, ხორბალი, მიწის თხილი, თევზეული, მოხარშული ღვიძლი, ხბოს ხორცი, ქათმის ხორცი, შებოლილი ხორცი, წითელი წიწაკა, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
ვიტამინი B12 - ვიტამინი B12-ით მდიდარია ზღვის პროდუქტი (ხამანწკები, ხიზილალა, თევზეული). ასევე მოხარშული ღვიძლი, ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, ყველი, კვერცხი. ცნობილია, რომ B12 ვიტამინს ანადგურებს E220 ემულგატორი (კვებითი დანამატი), ამიტომ მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს E220-ს.
ვიტამინი C – ბოსტნეულიდან C ვიტამინით მდიდარია ბულგარული წიწაკა, მწვანე და წითელი წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო.
ხილიდან მარწყვი, მაყვალი, კივი, ლიმონი, ფორთოხალი. C ვიტამინით სხვა ბევრი ხილი და ბოსტნეულია მდიდარი: კომბოსტო, წიწმატი, ბოლოკი, ატამი, ალუბალი, ბანანი, ანანასი.
ვიტამინი D – რძის პროდუქტები D ვიტამინის საბადოა. ასევე ზღვის პროდუქტი (ხამანწკი, ხიზილალა, თევზეული). ამას გარდა, D ვიტამინს მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სოკო, კვერცხი და ზოგიერთი ძეხვეული.
ვიტამინი E – E ვიტამინით მდიდარია წითელი წიწაკა, მზესუმზირის თესლი, ნუში, მიწის თხილი, გარგრის ჩირი, ზეთისხილი, ისპანახი.
ვიტამინი K – ვიტამინი K ყველაზე დიდი რაოდენობით ბოსტნეულში გვხვდება. ასეთებია: მწვანე ხახვი, კომბოსტო, წითელი წიწაკა, ბროკოლი, კიტრის მწნილი.
ცილები
ცილები, ანუ პროტეინები ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ორგანული ნაერთებია. ამ ქიმიურ კომპონენტებს მრავალი ბიოლოგიური დანიშნულება აქვთ და ჯანმრთელი ორგანიზმისთვის მათი ზომიერი რაოდენობაა საჭირო. ცილებს მრავალი პროდუქტი შეიცავს. მათ შორისაა თითქმის ყველა შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცი, თევზეული, კვერცხი, ყველი. ცილებს ასევე შეიცავს მიწის თხილი და გოგრის გული. ცილებით მდიდარია ბოსტნეულიც. მათ შორისაა ლობიო, მუხუდო, ხახვი, ისპანახი, ოხრახუში, პრასი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
ცილებით მდიდარ ხილს მიეკუთვნება: თუთა, მოცხარი, მაყვალი. ასევე გარგრისა და ქლიავის ჩირი, ქიშმიში, ვაზის ფოთლები, თეთრი სოკო.
გარგრის ჩირი

წყარო: http://ucnauri.com/201436/%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/
Tuesday, June 5, 2012
არაჯანსაღი საკვები
„ცარიელი კალორიები“ არის არაოფიციალური სახელწოდება ისეთი საკვების , რომელთაც აქვთ ძალიან ბევრი კალორიები, მაგრამ არ შეიცავენ ან ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავენ ორგანიზმისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს. უფრო მეტიც, ასეთი საკვები შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც არიან ჯანმრთელობისთვის საზიანო, როცა მათ მოიხმარენ რეგულარულად.
არაჯანსაღი საკვები, არის ძირითადად მზა პროდუქტები, რომლებიც უმეტესად შედგება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, მარილისგან ან შაქრისგან და როგრც წესი, არ შეიცავენ ვიტამინებს, ცილებს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს.
ტიპიურ არაჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება ჩიფსები, ტკბილეული, საღეჭი რეზინი, სწრაფი კვების პროდუქტები, მრავალფროვანი არაალკოჰოლური სასმელები (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა და სხვა ), ბავშვებისთვის განკუთვნილი Froot Loops, ჯუსი ფრუტი სხვა.
ასეთ პროდუქტებს ასევე ეძახიან “ნაგავ საჭმელს” ( ინგ. junk food ), თუმცა ეს სახელწოდება თავდაპირველად გამოიყენებოდა არა ხარისხის აღსანიშნავად ასეთი პროდუქტების, არამედ მათმა მასობრივმა მოხმარებამ გამოიწვია ძალიან დიდი ტერიტორიების დანაგვიანება, რადგან ბევრი ასეთი პროდუქტი შეფუთულია სპეციალურ პოლიეთილენის პარკებში, რომლებიც ძალიან ნელა იშლებიან.
მსგავსი პროდუქტების წარმოება ხდება მრავალი ფორმით და აგრესიულად ხდება მათი რეკლამირება. ის წარმოებისთვის მომგებიანია, რადგან მისი წამოება იაფი ჯდება და დიდხანს ინახება ჩვეულებრივ პირობებში. ასეთი პროდუქტები პოპულარულია მომხმარებლებს შორისაც, რადგან მათ აქვთ მკაფიო გემო, მათ არ სჭირდებათ მომზადება და შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჭამა.
გავლენა ჯანმრთელობაზე
პოლ ჯონსონისა და პოლ კენის მიერ ჩატარებული კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი საკვები ტვინზე მოქმედებდა როგორც ნარკოტიკები, რომლებიც მიჩვევას იწვევენ. რამოდენიმე კვირა თაგვების არაჯანსაღი პროდუქტებით კვების შემდეგ, თაგვების ტვინში არსებული სიამოვნების ცენტრი ნაკლებად მგრძნობიარე ხდებოდა და უფრო მეტი საკვები სჭირდებოდა იმისათვის რომ სიამოვნება მიეღო. შემდეგ ეს თაგევბი გადაიყვანეს ჯანსაღ საკვებზე, თუმცა თაგვებმა ორი კვირა იშიმშილეს, იმის მაგივრად რომ ეჭამათ ის. 2007 წელ ს სამეცნიერო ჟურნალ British Journal of Nutrition გამოქვეყნდა კვლეევა, სადაც საუბარი იყო რომ, დედები, რომლებიც იკვებებოდნენ ე.წ junk food-ით ორსულობის დროს, ეზრდებოდათ ალბათობა, რომ მათ შვილებს ექნებოდათ არაჯანსაღი პროდუქტების ჭამის ჩვევა და უფრო გაზრდილი ალბათობა სიმსუქნისკენ მიდრეკილების. ბევრი მკვლევარი ასევე აკავშირებს ერთმანეთთან ცარიელი კალორიების მიღებას -სიმსუქნესთან, გულსისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტთან და კარიესთან.
წყარო: http://kaloriebi.wordpress.com/2011/07/24/%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90/
გავლენა ჯანმრთელობაზე
პოლ ჯონსონისა და პოლ კენის მიერ ჩატარებული კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი საკვები ტვინზე მოქმედებდა როგორც ნარკოტიკები, რომლებიც მიჩვევას იწვევენ. რამოდენიმე კვირა თაგვების არაჯანსაღი პროდუქტებით კვების შემდეგ, თაგვების ტვინში არსებული სიამოვნების ცენტრი ნაკლებად მგრძნობიარე ხდებოდა და უფრო მეტი საკვები სჭირდებოდა იმისათვის რომ სიამოვნება მიეღო. შემდეგ ეს თაგევბი გადაიყვანეს ჯანსაღ საკვებზე, თუმცა თაგვებმა ორი კვირა იშიმშილეს, იმის მაგივრად რომ ეჭამათ ის. 2007 წელ ს სამეცნიერო ჟურნალ British Journal of Nutrition გამოქვეყნდა კვლეევა, სადაც საუბარი იყო რომ, დედები, რომლებიც იკვებებოდნენ ე.წ junk food-ით ორსულობის დროს, ეზრდებოდათ ალბათობა, რომ მათ შვილებს ექნებოდათ არაჯანსაღი პროდუქტების ჭამის ჩვევა და უფრო გაზრდილი ალბათობა სიმსუქნისკენ მიდრეკილების. ბევრი მკვლევარი ასევე აკავშირებს ერთმანეთთან ცარიელი კალორიების მიღებას -სიმსუქნესთან, გულსისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტთან და კარიესთან.
წყარო: http://kaloriebi.wordpress.com/2011/07/24/%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90/
Subscribe to:
Posts (Atom)