Thursday, March 29, 2012

სწორი კვების ძირითადი პრინციპები


სწორი კვება – ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების როგორც განვითარებას, ასევე მათ სისტემატურ განახლებას. საკვები წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ხარჯავს არა მარტო ფიზიკური დატვირთვისას, არამედ დასვენების დროსაც.
კვების პროდუქტები – ეს არის იმ ნივთიერებათა წყარო, რომლიდანაც სინთეზირდება ფერმენტები, ჰორმონები და მიმოცვლითი პროცესების რეგულატორები. ნივთიერებათა ცვლა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია, პირდაპირ არის დამოკიდებული კვების ხასიათზე.

კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. საკვების შემადგენლობა, მისი თვისებები და რაოდენობა განსაზღვრავს ფიზიკურ ზრდა-განვითარებას, შრომისუნარიანობას, დაავადებათა სიხშირეს, ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას.
საკვებიდან საკმაო რაოდენობით უნდა მივიღოთ ისეთი აუცილებელი ნივთიერებები, როგორებიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები… ოღონდ, საკმარისად და არა – გადაჭარბებულად, ასევე – სწორი პროპორციით.
სწორი კვებაისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს რაციონალური კვების არაერთი თეორია. მათი რაოდენობა ბოლო დროს ისე გაიზარდა, როგორც ნაწვიმარზე ამოსული სოკოები. მათ აუცილებლად განვიხილავთ და გავაანალიზებთ საიტის სხვა განყოფილებებში. ძირითად მიზნად სწორი კვების პრობლემის გადაჭრას ვისახავთ. საიტის ამ განყოფილებაში დეტალურად აღვწერთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტრადიციულ, კლასიკურ ხედვას სწორი და ჯანსაღი კვების შესახებ.
მაშ ასე, გთავაზობთ კვების ძირითად წესებს:

1. კვების სწორი რეჟიმის დაცვა: ოპტიმალურად ითვლება საკვების ოთხჯერადი მიღება, 4-5 საათიანი ინტერვალით, ერთსა და იმავე დროს. ამასთან, საუზმე უნდა შეადგენდეს სადღეღამისო რაციონის 25%-ს, სადილი – 35%-ს, სამხარი – 15%-ს, ხოლო ვახშამი – 25%-ს. ვახშამი რეკომენდებულია დაძინებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე.

2. რაციონის საკმარისი, მაგრამ არა გადაჭარბებული კალორიულობა: მიღებული კალორიების რაოდენობა უნდა ანაზღაურებდეს ადამიანის ენერგოდანახარჯებს (რაც, გარკვეულწილად, დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, ასაკსა და ცხოვრების სტილზე, ასევე – შრომის თავისებურებაზე). ჯანმრთელობისთვის მავნებელია როგორც დაბალი, ისე რაციონის გადაჭარბებული კალორიულობა.

3.კვების ძირითადი კომპონენტების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) სწორი ურთიერთშეფარდება: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეფარდება, საშუალო დატვირთვისას, შეადგენს: 1:1:4, დიდი ფიზიკური დატვირთვისას – 1:1:5, ხოლო გონებრივი შრომის დროს – 1:0,8:3.

4.უნდა დაკმაყოფილდეს ორგანიზმის მოთხოვნილება ძირითად საკვებ ნივთიერებებზე (პირველ რიგში – შეუცვლელ ამინომჟავებზე, ცხიმოვან მჟავებზე, ვიტამინებზე, მიკროელემენტებზე, მინერალურ ნივთიერებებზე, წყალზე); საჭიროა მათი სწორი შეფარდების უზრუნველყოფა.

5.დაიცავით ზომიერება : უმჯობესია ჭამოთ ცოტა და სასარგებლო საკვები, ვიდრე ბევრი დაუსარგებლო. მაგალითად, უკეთესია მიირთვათ ახალი თევზის ერთი ნაჭერი ვიდრედაკონსერვებული ხორცი ან კარტოფილი.

6.უმჯობესია პროდუქტები მოხარშოთ ორთქლზე, ვიდრე ზეთში შეწვათ, რადგან შეწვისასგამომუშავდება კანცეროგენები და ქრება ვიტამინები და მიკროელემენტები.

7.ჭამეთ მხოლოდ დაღერღილი ხორბლის პური.

8.საჭმელი უნდა მიიღოთ არანაკლებ 4 საათში ერთხელ.

9.მიიღეთ ბევრი სითხე.უშაქრო ჩაი, წყალი, უშაქროდ მოხარშული კომპოტები და არაკონსერვანტებით გაჯერებული ხელოვნური და შეფერადებული გაზიანი წყლები.

10.არ ჭამოთ გვიან ღამით (არა უგვიანეს 7 საათისა).

11. საკვებად გამოიყენეთ მხოლოდ ახალი პროდუქტი _ ბოსტნეული, ხილი, კენკრა, ახალი თევზი,ხორცი თაფლი, მარცვლეული და არა ქარხნული წესით დამზადებული ძეხვეული, კონსერვები,ფარში, ყველი, საკონდიტრო ნაწარმი, მაიონეზი, კეჩუ.



წყარო: http://www.medgeo.net/2009/12/05/feeding/
http://kveba.ge/cutenews/show_news.php?subaction=showfull&id=1269101435&archive=&template=

ზღვის ნობათი

კიბორჩხალა,კრევეტი და ზღვის სხვა  ნობათი გაგიმაგრებთ ჯანმრთელობას. ზღვის პროდუქტები - seafood-ი ძალიან სასარგებლოა ბევრი ორგანოსა და იმუნეტისთვის.ისინი მდიდარია ადვილად ასათვისებელია ცილები და ცხიმოვანი მჟავებით, მიკრო და მაკროელემენტებით;ხორცზე გაცილებით ნოყიერია, ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის დაგროვებას, მათ უმრავლესობას სამკურნალო თვისებებიც კი აქვს.


კიბორჩხალა- ზრდის იმუნიმეტს თუთიისა და რკინის მაღალი შემცველობით.ასე რომ, ესდელიკატესი დაგეხმარებათ ადვილად გაუმკლავდეთ ინფექციებს. ცხიმოვანი მჟავები, რომლითაც მდიდარია კიბორჩხალა, რგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულებს.


ლანგუსტი- დაბალკალორიულია. 100გ.შეიცავს მხოლოდ 90-კალ-ს, 17 გ. ცილას, 2გ. ცხიმს. მასში არის დიდი რაოდენობით ფოსფორი და ააქტიურებს ტვინის მუშაობას. 100გ. ლანგუსტი საკმარისია კალციუმის დღეღამური მოოთხოვნილების 10%-ის, მაგნიუმის - 20%-ის,რკინისა და იოდის 30%-ის დასაკმაყოფილებლად.



კრევეტი- შესანიშნავია სტრესის წინააღმდეგ.ის პრაქტიკულად არ შეიცავს შაქარს და ცხიმს, თუმცა ცილის მაღალი შემცველობის წყალობით შიმშილის გრძნობას კლავს. მასში უხვადაა B12 ვიტამინი, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი ბურთულაკების გამოსამუშავებლად და ნერვული სისტემისთვის.




ზღვის ლოკოკინა- ორგანიზმს ეხმარება სტრესთან ბრძოლაში. ეს არის მაგნიუმისა და B6 ვიტამინის საუკეთესო წყარო. 







მიდია- შეიცავს ცოტა ცხიმს და ბევრ E მიტამინს-100გ-ში 25%-ია, რაც დღეღამური ნორმაა. ამის წყალობით მიდია ბუნებრივ ანტიოქსიდანტად ითვლება.




ომარი- უნდა მიირთვათ შემოდგომა-ზამთარში ორგანიზმის ინფექციისგან დასაცავად, ხოლო წლის სხვა პერიოდში ახალგახრდობის გასახანგრძლივლებლად. ომარი შეიცავს ბევრ ცილისა და მიკროელემენტებს, თუთიას, რკინას და კალიუმს (დიდი რაოდენობით არის მის კისერში).



წყარო: http://kveba.ge/
http://kveba.ge/cutenews/show_news.php?subaction=showfull&id=1326464058&archive=&template=

ყველაზე სასარგებლო ხილი



Ambebi.Geავსტრალიელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი გამოკვლევების შემდეგ ყველაზე სასარგებლო ხილი გამოარჩიეს. სპეციალისტების თქმით, სამუშაო პროცესში ადამიანის ორგანიზმზე ყველაზე დადებით გავლენას ვაშლი ახდენს - მასში შემავალი მძლავრი ანტიოქსიდანტების წყალობით. გარდა ამისა, ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ ერთი ვაშლი 1,5-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე სამი ფორთოხალი ან რვა ბანანი. სპეციალისტები დღეში 2-3 ჭიქა ვაშლის წვენის ან 2-4 ცალი ვაშლის მირთმევას გვირჩევენ. მასში შემავალი ფენოლები ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. ადრე ამერიკელმა მეცენიერებმა დაადგინეს, რომ მუშაობისას ვაშლის წვენის მიღება მეხსიერებას აუმჯობესებს. 

ჰოლანდიელი და შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ჟურნალში Thorax, ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას ღებულობდნენ ვაშლს, გაცილებით ნაკლებად ავადდებიან ასთმით.
კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 2000 ქალი, შეისწავლეს დედის დიეტის გავლენა ბავშვების სასუნთქი გზების განვითარებაზე და მდგომარეობაზე, დაბადებიდან 5 წლის შემდეგ.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ქალებს, რომლებიც ორსულობისას ვაშლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ნაკლებად ჰყავთ ქოშინით ან ასთმით დაავადებული შვილები.
სხვა არც ერთი პროდუქტი (ჯანსაღი კვების) არ აღმოჩნდა ასეთი ეფექტური სასუნთქი   გზებისათვის, როგორც ვაშლი.
ნაყოფის იმუნურ სისტემაზე ვაშლის ამგვარი ეფექტი გამოწვეულია მათში ფლავინოიდების მაღალი შემცველობით.





წყარო: http://mzareuli.ucoz.com
http://mzareuli.ucoz.com/blog/2010-04-19-118
http://mzareuli.ucoz.com/blog/2010-04-19-116