Thursday, March 29, 2012

ყველაზე სასარგებლო ხილი



Ambebi.Geავსტრალიელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი გამოკვლევების შემდეგ ყველაზე სასარგებლო ხილი გამოარჩიეს. სპეციალისტების თქმით, სამუშაო პროცესში ადამიანის ორგანიზმზე ყველაზე დადებით გავლენას ვაშლი ახდენს - მასში შემავალი მძლავრი ანტიოქსიდანტების წყალობით. გარდა ამისა, ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ ერთი ვაშლი 1,5-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე სამი ფორთოხალი ან რვა ბანანი. სპეციალისტები დღეში 2-3 ჭიქა ვაშლის წვენის ან 2-4 ცალი ვაშლის მირთმევას გვირჩევენ. მასში შემავალი ფენოლები ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. ადრე ამერიკელმა მეცენიერებმა დაადგინეს, რომ მუშაობისას ვაშლის წვენის მიღება მეხსიერებას აუმჯობესებს. 

ჰოლანდიელი და შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ჟურნალში Thorax, ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას ღებულობდნენ ვაშლს, გაცილებით ნაკლებად ავადდებიან ასთმით.
კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 2000 ქალი, შეისწავლეს დედის დიეტის გავლენა ბავშვების სასუნთქი გზების განვითარებაზე და მდგომარეობაზე, დაბადებიდან 5 წლის შემდეგ.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ქალებს, რომლებიც ორსულობისას ვაშლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ნაკლებად ჰყავთ ქოშინით ან ასთმით დაავადებული შვილები.
სხვა არც ერთი პროდუქტი (ჯანსაღი კვების) არ აღმოჩნდა ასეთი ეფექტური სასუნთქი   გზებისათვის, როგორც ვაშლი.
ნაყოფის იმუნურ სისტემაზე ვაშლის ამგვარი ეფექტი გამოწვეულია მათში ფლავინოიდების მაღალი შემცველობით.





წყარო: http://mzareuli.ucoz.com
http://mzareuli.ucoz.com/blog/2010-04-19-118
http://mzareuli.ucoz.com/blog/2010-04-19-116

No comments:

Post a Comment