„ცარიელი კალორიები“ არის არაოფიციალური სახელწოდება ისეთი საკვების , რომელთაც აქვთ ძალიან ბევრი კალორიები, მაგრამ არ შეიცავენ ან ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავენ ორგანიზმისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს. უფრო მეტიც, ასეთი საკვები შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც არიან ჯანმრთელობისთვის საზიანო, როცა მათ მოიხმარენ რეგულარულად.
არაჯანსაღი საკვები, არის ძირითადად მზა პროდუქტები, რომლებიც უმეტესად შედგება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, მარილისგან ან შაქრისგან და როგრც წესი, არ შეიცავენ ვიტამინებს, ცილებს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს.
ტიპიურ არაჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება ჩიფსები, ტკბილეული, საღეჭი რეზინი, სწრაფი კვების პროდუქტები, მრავალფროვანი არაალკოჰოლური სასმელები (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა და სხვა ), ბავშვებისთვის განკუთვნილი Froot Loops, ჯუსი ფრუტი სხვა.
ასეთ პროდუქტებს ასევე ეძახიან “ნაგავ საჭმელს” ( ინგ. junk food ), თუმცა ეს სახელწოდება თავდაპირველად გამოიყენებოდა არა ხარისხის აღსანიშნავად ასეთი პროდუქტების, არამედ მათმა მასობრივმა მოხმარებამ გამოიწვია ძალიან დიდი ტერიტორიების დანაგვიანება, რადგან ბევრი ასეთი პროდუქტი შეფუთულია სპეციალურ პოლიეთილენის პარკებში, რომლებიც ძალიან ნელა იშლებიან.
მსგავსი პროდუქტების წარმოება ხდება მრავალი ფორმით და აგრესიულად ხდება მათი რეკლამირება. ის წარმოებისთვის მომგებიანია, რადგან მისი წამოება იაფი ჯდება და დიდხანს ინახება ჩვეულებრივ პირობებში. ასეთი პროდუქტები პოპულარულია მომხმარებლებს შორისაც, რადგან მათ აქვთ მკაფიო გემო, მათ არ სჭირდებათ მომზადება და შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჭამა.
გავლენა ჯანმრთელობაზე
პოლ ჯონსონისა და პოლ კენის მიერ ჩატარებული კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი საკვები ტვინზე მოქმედებდა როგორც ნარკოტიკები, რომლებიც მიჩვევას იწვევენ. რამოდენიმე კვირა თაგვების არაჯანსაღი პროდუქტებით კვების შემდეგ, თაგვების ტვინში არსებული სიამოვნების ცენტრი ნაკლებად მგრძნობიარე ხდებოდა და უფრო მეტი საკვები სჭირდებოდა იმისათვის რომ სიამოვნება მიეღო. შემდეგ ეს თაგევბი გადაიყვანეს ჯანსაღ საკვებზე, თუმცა თაგვებმა ორი კვირა იშიმშილეს, იმის მაგივრად რომ ეჭამათ ის.
2007 წელ ს სამეცნიერო ჟურნალ British Journal of Nutrition გამოქვეყნდა კვლეევა, სადაც საუბარი იყო რომ, დედები, რომლებიც იკვებებოდნენ ე.წ junk food-ით ორსულობის დროს, ეზრდებოდათ ალბათობა, რომ მათ შვილებს ექნებოდათ არაჯანსაღი პროდუქტების ჭამის ჩვევა და უფრო გაზრდილი ალბათობა სიმსუქნისკენ მიდრეკილების.
ბევრი მკვლევარი ასევე აკავშირებს ერთმანეთთან ცარიელი კალორიების მიღებას -სიმსუქნესთან, გულსისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტთან და კარიესთან.
წყარო: http://kaloriebi.wordpress.com/2011/07/24/%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90/
No comments:
Post a Comment