ადამიანის ორგანიზმი მრავალ ქიმიურ ელემენტს შეიცავს, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ და მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს ჯანმრთელობას. ეს ის ძირითადი ნივთიერებებია, რომლებსაც ყველა ჯანმრთელი ადამიანი რეგულარულად უნდა ღებულობდეს. გვერდით მითითებულია პროდუქტები, რომლებშიც ისინი მნიშვნელოვანი რაოდენობით გვხვდება.
კალციუმი – რძის პროდუქტი (განსაკუთრებით ყველი), ქაშაყი (ე.წ. სილიოტკა), ნუში, ლეღვის ჩირი, გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ფორთოხალი, თუთა, კივი, ბოლოკი, უმი ისპანახი, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
ნუში
რკინა - მოხარშული ღვიძლი, ხამანწკები, ხიზილალა, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი, გარგარი, მზეზე გამომშრალი პომიდორი, შოკოლადი, კაკაო.
სპილენძი – მოხარშული ღვიძლი, ხამანწკები, სოკო ,ბოლოკი, მზეზე გამომშრალი პომიდორი, ვაზის ფოთლები, გოგრის გული, თხილი, მზესუმზირის თესლი, შოკოლადი, კაკაო.
კალიუმი - წითელი წიწაკა, თევზეული, ლობიო, გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ლეღვის ჩირი, ქიშმიში, გოგრის გული, გარგარი, ფორთოხალი, ბანანი, ქოქოსი, ავოკადო.
ახალი გარგარი
მაგნიუმი - ბრინჯი, ხორბალი, შვრია, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი, თხილი, ნუში, შავი შოკოლადი, კაკაო, შავი ბადაგი.
მანგანუმი – ბრინჯი, შვრია, ზაფრანა, ხამანწკი, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი, კაკალი, შავი შოკოლადი, კაკაო.
თუთია – მოხარშული ღვიძლი, მჭლე ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, ხამანწკი, კომბოსტო, მწვანე მუხუდო, მზეზე გამომშრალი პომიდორი, გოგრის გული, მიწის თხილი, გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ატმის ჩირი, ლეღვის ჩირი, ქიშმიში, მაყვალი, ჟოლო, ავოკადო, შავი შოკოლადი, კაკაო.
სელენი - თევზეული, ზღვის პროდუქტი (კიბორჩხალა, ხამანწკი, ხიზილალა…), ღორის ხორცი, ხორბალი, ბრინჯი, შვრია, თხილი, მზესუმზირის თესლი.
ფოსფორი – ბრინჯი, შვრია, შებოლილი ხორცი, ყველი, თხილი, გოგრის გული, მზესუმზირის თესლი.
ვიტამინები
საჭირო ვიტამინების გარეშე ადამიანის ჯანმრთელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა სრულყოფილად იფუნქციონიროს, დიდი რაოდენობით ვიტამინებია საჭირო. ქვემოთ ნახავთ, რა ვიტამინებს უნდა ვღებულობდეთ სისტემატურად და რომელ პროდუქტებში მოიპოვება ისინი დიდი რაოდენობით.
ვიტამინი A – A ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით სტაფილო შეიცავს. ასევე მდიდარია ისპანახი, გარგრის ჩირი, რძე, კვერცხის გული.
ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს კომბოსტო, მუხუდო, წითელი წიწაკა, გოგრა. თითქმის ყველა ხილი შეიცავს A ვიტამინს, მაგრამ გარგარი ყველაზე მეტად. ასევე ძალიან მდიდარია ნესვი.
ვიტამინი B1 – B1 ვიტამინით მდიდარია მწვანილი, მზესუმზირის თესლი, თევზეული, ღორის ხორცი, თხილი, კაკალი.
ვიტამინი B3 – ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ბრინჯი, ხორბალი, მიწის თხილი, თევზეული, მოხარშული ღვიძლი, ხბოს ხორცი, ქათმის ხორცი, შებოლილი ხორცი, წითელი წიწაკა, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
ვიტამინი B12 - ვიტამინი B12-ით მდიდარია ზღვის პროდუქტი (ხამანწკები, ხიზილალა, თევზეული). ასევე მოხარშული ღვიძლი, ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, ყველი, კვერცხი. ცნობილია, რომ B12 ვიტამინს ანადგურებს E220 ემულგატორი (კვებითი დანამატი), ამიტომ მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს E220-ს.
ვიტამინი C – ბოსტნეულიდან C ვიტამინით მდიდარია ბულგარული წიწაკა, მწვანე და წითელი წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო.
ხილიდან მარწყვი, მაყვალი, კივი, ლიმონი, ფორთოხალი. C ვიტამინით სხვა ბევრი ხილი და ბოსტნეულია მდიდარი: კომბოსტო, წიწმატი, ბოლოკი, ატამი, ალუბალი, ბანანი, ანანასი.
ვიტამინი D – რძის პროდუქტები D ვიტამინის საბადოა. ასევე ზღვის პროდუქტი (ხამანწკი, ხიზილალა, თევზეული). ამას გარდა, D ვიტამინს მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სოკო, კვერცხი და ზოგიერთი ძეხვეული.
ვიტამინი E – E ვიტამინით მდიდარია წითელი წიწაკა, მზესუმზირის თესლი, ნუში, მიწის თხილი, გარგრის ჩირი, ზეთისხილი, ისპანახი.
ვიტამინი K – ვიტამინი K ყველაზე დიდი რაოდენობით ბოსტნეულში გვხვდება. ასეთებია: მწვანე ხახვი, კომბოსტო, წითელი წიწაკა, ბროკოლი, კიტრის მწნილი.
ცილები
ცილები, ანუ პროტეინები ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ორგანული ნაერთებია. ამ ქიმიურ კომპონენტებს მრავალი ბიოლოგიური დანიშნულება აქვთ და ჯანმრთელი ორგანიზმისთვის მათი ზომიერი რაოდენობაა საჭირო. ცილებს მრავალი პროდუქტი შეიცავს. მათ შორისაა თითქმის ყველა შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცი, თევზეული, კვერცხი, ყველი. ცილებს ასევე შეიცავს მიწის თხილი და გოგრის გული. ცილებით მდიდარია ბოსტნეულიც. მათ შორისაა ლობიო, მუხუდო, ხახვი, ისპანახი, ოხრახუში, პრასი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, მზეზე გამომშრალი პომიდორი.
ცილებით მდიდარ ხილს მიეკუთვნება: თუთა, მოცხარი, მაყვალი. ასევე გარგრისა და ქლიავის ჩირი, ქიშმიში, ვაზის ფოთლები, თეთრი სოკო.
გარგრის ჩირი
წყარო: http://ucnauri.com/201436/%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/
No comments:
Post a Comment